ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

50/50-ზე - ჩიმაევმა თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციური ჩხუბი შეაფასა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.

„დგომში არმანიც არ არის ცუდი. ის კარგი დამრტყმელია. არ მგონია, რომ ის თოფურიას საგრძნობლად ჩამორჩებოდეს დარტყმის ტექნიკაში. ჩამორჩება თუ არა დარტყმის სიძლიერეში? კი, ეს უკვე ჩანს ბრძოლებიდან. თოფურია კარგად ურტყამს. როგორც ყველა ამბობდა: „ჩვენ არ გვინახავს თოფურია ხუთი რაუნდი“. შესაძლოა, მან ხუთი რაუნდიც იჩხუბოს. ჩემთვის ეს ბრძოლა ძალიან საინტერესოა და 50-50-ზეა. თუ არმანი თავისი სცენარით იჩხუბებს, მას შეუძლია ფრთხილად მოიგოს, აჯობოს. თუ თოფურია დაიჭერს, მაშინ მას შეუძლია მოიგოს“, – განაცხადა ჩიმაევმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში იწერება, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ გეიჯიმ განაცხადა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ, კარიერას დაასრულებს.

რაც შეეხება არმანს, სომეხი მებრძოლი ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი 22 ნოემბერს, კატარში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორშაბათს ჩვენს ოფისში მოვიდა“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე
„ორშაბათს ჩვენს ოფისში მოვიდა“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე