„რასაც ის აკეთებს, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია“ - რუსმა მებრძოლმა დვალიშვილი შეაქო
2025 წელი მერაბ დვალიშვილისთვის კარიერაში საუკეთესო რომ არის, ამაზე არავინ დავობს. როგორც არ უნდა დასრულდეს პიოტრ იანთან დაპირისპირება, რასაც ქართველმა „მანქანამ“ ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია, უბრალოდ აღტაცებას იმსახურებს. ასეთივე აზრზეა UFC-ის რუსი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკოვი, რომელმაც მერაბთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მერაბი სოციალურ ქსელში აქტიურობს, საკუთარი თავის რეკლამირებას ახდენს და ხშირად ჩხუბობს. სხვა რა არის საჭირო საიმისოდ, რომ UFC-ის ხელმძღვანელებს თავი მოაწონო? არც არაფერი. მართალია მისი ბრძოლის სტილი არცთუ პოპულარულია, მაგრამ სამაგიეროდ ყველა სიტუაციაში შოუმენობას ცდილობს, ოპონენტების თრეშ-ტოკით არის დაკავებული და ამის ფონზე მისი ბრძოლები საოცრად საინტერესო ხდება.
არსებობს მოსაზრება, რომ დაბალ წონით კატეგორიებში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება და დომინაცია უფრო ადვილია, ვიდრე მძიმე წონაში, რასაც ასი პროცენტით ვეთანხმები, რადგან ტრავმის მიღების ალბათობა უფრო მაღალია, მაგრამ მერაბი ნებისმიერ შემთხვევაში ქების ღირსია და რასაც მან მიაღწია, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული 2024 წლის სექტემბერში შონ ომალის დამარცხებით მოიპოვა. ამის შემდეგ ქამარი სამჯერ, უმარ ნურმაგომედოვის, იმავე ომალისა და კორი სენდჰეგენის ძლევით დაიცვა.