„ისლამთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე“ - თოფურიამ მახაჩევი ისევ ახსენა
ილია თოფურია საქართველოში რამდენიმე დღით არის ჩამოსული და სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობს. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა TBC Bank-ის მიერ მოწყობილ საგანგებო ღონისძიებაზე ბუნებრივია თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება ისლამ მახაჩევზე გაამახვილა, რომელთანაც მისი დაპირისპირების ხილვა გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს.
ილია თოფურია
მახაჩევთან ჩხუბი ვაშინგტონში, თეთრი სახლის ღონისძიებაზე მსურს. ეს იქნება ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ორთაბრძოლა UFC-ის ისტორიაში, რადგან სამი დივიზიონის ჩემპიონობისთვის აქამდე არავის უბრძოლია.
ისლამმა მსუბუქი წონითი დივიზიონი მართლაც გაწმინდა და ქამარს დამსახურებულად ფლობდა. ამიტომაც ვთვლი, რომ ჩვენი დაპირისპირება ძალიან მასშტაბური ხასიათის იქნება. რაც შეეხება ჯეკ დელა მადალენასთან მის შეხვედრას, თუ დამარცხდა, დაღესტანში დაბრუნდება და ისევ ცხვრების მწყემსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო დაპირისპირება ნიუ-იორკში, თბილისის დროით, 16 ნოემბერს, გამთენიისას შედგება და გამარჯვების შემთხვევაში დაღესტნელი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებს.