„რთულია იმის თქმა, როდის დაბრუნდება“ - სლოტმა ალისონის მდგომარეობაზე ილაპარაკა
19 ოქტომბერს, „ლივერპული“ პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ალისონ ბეკერზე ილაპარაკა, რომელსაც 30 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.
„ალისონი არ ვარჯიშობს, ის გუნდთან არაა. ძნელია იმის თქმა, როდის დაბრუნდება, რადგან რეაბილიტაციის დასკვნით ფაზას შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოგვცეს, მაგრამ ის არ ითამაშებს არც ამ შაბათ-კვირას და არც მომავალ კვირას“, - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ალისონმა ტრავმა „გალათასარაისთან“ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა. 4 ოქტომბერს, ქართველმა მეკარემ პრემიერ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართა. მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ინგლისის უმაღლეს ლიგაში, მამარდაშვილის გუნდი ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „არსენალს“ 1 ქულით ჩამორჩება.
გეტყვით ასევე, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა, განვლილი სეზონი კი იჯარით „ვალენსიაში“ ჩაატარა.