მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრმა მერაბი ხაფანგში გააბა“ - ტაქტაროვმა დვალიშვილი-იანის ბრძოლა შეაფასა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მსახიობმა, ოლეგ ტაქტაროვმა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბი შეაფასა და განაცხადა, რომ იანმა ქართველი მებრძოლი ხაფანგში გააბა.

რას ამბობს ტაქტაროვი:

„ამ ბრძოლაში ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით პირველი რაუნდი. პიოტრს საკუთარი გეგმა ჰქონდა, რომელიც სისრულეში მოიყვანა. პირველ რაუნდში ბრწყინვალე იყო, რა დროსაც მერაბს დააჯერა, რომ ის პირველი სტრაიკერი და თავდამსხმელი იქნებოდა. რაც შეეხება მერაბს, მას, ისევე როგორც ნებისმიერ თავმდაბალ ადამიანს, აქვს თვითშეფასება, რომელიც ამდენი წარმატების შემდეგ იზრდება, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად და ძლიერად. 34 წლის ასაკში ეს თვითრწმენა და თავდაჯერება უფრო მაღალი ექნებოდა, თანაც ამდენი წარმატების შემდეგ. სწორედ ამის გამო იფიქრა, რომ ამ ჩხუბში თავდამსხმელი ის იქნებოდა, სხვა გზით უნდოდა თავისი შესაძლებლობების დამტკიცება. პიოტრმა კი ამ ხაფანგში ძალიან კარგად შეიტყუა. ნათელი იყო, რომ მერაბი პირველივე რაუნდში არ დაიღლებოდა, მაგრამ პიოტრმა ბრწყინვალე დარტყმით ნოკდაუნში გაუშვა. პირველ რაუნდში ეს მკაფიოდ არ შეეტყო, რადგან მერაბი საკმაოდ ვაჟკაცი ადამიანია, მაგრამ ამ დარტყმამ ნამდვილად იმოქმედა. უნდა ვაღიარო, რომ მერაბს საოცარი სული აქვს, მაგრამ ამ ბრძოლაში თავისი თავი უბრალოდ გადაჭარბებულად შეაფასა. წელიწადში ოთხი ბრძოლა სამთვიანი შესვენებით ძალიან ბევრია. შესვენება მინიმუმ ოთხი-ხუთთვიანი უნდა ყოფილიყო.“

„რა თქმა უნდა, პიოტრს მიღწევებს ვერ წავართმევთ - მთელ ამ შრომას, ამ მომზადებას. ვერ წაართმევ იმ ფაქტს, რომ საკუთარ თავში ძალების მობილიზება და ბრძოლისთვის მომზადება მოახერხა. ამაში მერაბიც დაეხმარა, რადგან თითქმის ყველა დარტყმა გაუშვა. პირველ რაუნდში მიღებული დარტყმების შემდეგ, მეხუთეში ვეღარ გამოჯანმრთელდა. შემდეგ კიდევ ორი დარტყმა მიიღო ღვიძლში. თეორიულად, მერაბის მთავარი იარაღი მისივე მოძრაობაა, ჭიდაობა და ა.შ. მაგრამ არა დარტყმები. არ აქვს კარგი დარტყმები, არ იცის ბოჭვა, აქამდე თავისი ენერგიით, ჭიდაობით და მოძრაობით იმარჯვებდა. დღეს კი თავისი ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენა. პირველი რაუნდის შემდეგ 90%-ით დარწმუნებული ვიყავი პიოტრის გამარჯვებაში.“

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილის 15-გამარჯვებიანი სერია დაასრულა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. რუსმა მებრძოლმა ქართველი „მანქანა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“ - დენა უაითი მერაბზე
“ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“ - დენა უაითი მერაბზე