“ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს“ - დენა უაითი მერაბზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა მერაბის შესახებ ისაუბრა.
დენა უაითი:
„ნიუ ჯერსიში მებრძოლების მოძებნის დროს მერაბი იმ საღამოს მთავარი მოვლენა იყო. სერამ მითხრა, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული და მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. დვალიშვილთან კონტრაქტი გავაფორმეთ, სერა აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა.
მერაბი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლია, ვინც კი ოდესმე მინახავს. თავიდან ურთიერთობა კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ახლა მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. იანთან დაპირისპირება წარმოუდგენლად მაღალი დონის ბრძოლა იყო. ახლა ის ვიცი, რომ მერაბს დასვენება სჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ 34 წლის დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის. 17 ბრძოლა გამართა (17 გამარჯვება, 3 მარცხი). ზედიზედ 14 გამარჯვების შემდეგ „მანქანას'' წარმატებული სერია დღეს იანთან შეწყდა.