ტაშკენტის გრანდ სლემი | ლაშა ბექაური ფინალშია
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ლაშა ბექაური ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ლაშამ ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა.
პირველ ეტაპზე ბექაურმა იპონით დავლათ ბობონოვი დაამარცხა. მეოთხედფინალში ლაშა სამხრეთ კორეელ კიმთან იუკოთი აგებდა და საბოლოოდ ისევ იპონით გაიმარჯვა.
ნახევარფინალში 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის მოწინააღმდეგე იაპონელი რიკუ ოკადა იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ლაშა ბექაური ოქროს მედლისთვის ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 16:00-დან დაიწყება.