ჯერ უმარს ეჩხუბოს | პიოტრ იანის პოზიცია დვალიშვილთან შესაძლო რემატჩზე
პიოტრ იანი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლის უფლება უმარ ნურმაგომედოვთან განმეორებითი ბრძოლით უნდა მოიპოვოს. ამის შესახებ რუსმა მებრძოლმა დვალიშვილთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "იმისთვის რომ ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ისევ მომცემოდა, UFC-მ მე სამი ბრძოლის გავლა მომთხოვა."
შესაძლო რემატჩზე იანმა ხუმრობით თქვა: „ჯერ ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და შემდეგ დაფიქრდეს რემატჩზე''.
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.
„მანქანამ'' UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში გახდა, როცა შონ ო’მალი დამარცხა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ქამარი სამჯერ დაიცვა, თუმცა მეოთხედ ეს ვერ შეძლო.