გუგა ნერგაძე
Aa
Aa

ბაზა და ახალი სტადიონი | იბერიაში 20 მილიონის ინვესტირება მოხდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის ჩემპიონი „იბერია’’ გახდა. ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ თბილისურმა კლუბმა საქართველოს ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო.

კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე’’ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა: „მომავალ წელს მინიმუმ 20 მილიონის ინვესტირება მოხდება. საფეხბურთო ბაზა და სტადიონი აშენდება, ეს საკითხი გადაწყვეტილია და ამის პრეზენტაცია ცალკე მოხდება’’.

ხეჩიკაშვილის თქმით, კლუბში ახალი ინვესტორი შემოვა, თანაინვესტირება მოხდება. თუმცა მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება, ზაფხულში ევროასპარეზზე „იბერიას'' კვლავ გუგა ნერგაძე უთავკაცებს: „ევროპულ ასპარეზზე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გუგა ნერგაძე იქნება. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში კლუბში უცხოელი ინვესტორი შემოვა. ინვესტორს სურდა, რომ უცხოელი მთავარი მწვრთნელი მოეყვანა, მაგრამ ჩემი მოთხოვნა გუგას დარჩენა იყო. გუგა ჩვენი კლუბის იდენტობასთან გაიგევებულია, ის უნდა დარჩეს''.

2026-27 წლების ევროსეზონში „იბერია'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო
უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო