ზურიკო გოლთან ახლოს იყო | სენტ-ეტიენის მე-5 მარცხი სეზონში
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში „დიუნკერკმა’’ შინ „სენტ-ეტიენი’’ 1:0 დაამარცხა. მე-5 მარცხის მიუხედავად „სენტ-ეტიენი’’ ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მეორე საფეხურზეა, თუმცა თუ მესამეადგილოსანი „რედ სტარი’’ მიმდინარე ტურში მოიგებს, ზურიკო დავითაშვილის გუნდი მესამე ადგილზე აღმოჩნდება. ქართველმა შემტევმა „დიუნკერკთან’’ 90 წუთი ითამაშა, თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რამდენჯერმე შეტევა გაამწვავა. გოლთან ყველაზე ახლოს მეორე ტაიმის დასაწყისში იყო, ახლოდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 14 მატჩში 7 საგოლე მოქმედება დააგროვა, 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა „სენტ-ეტიენი'' დატოვოს. „ბეშიქთაშის'' ხელმძღვანელებმა, რომლებმაც შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტეს, სამიზნეები უკვე განსაზღვრეს. Fanatik-ის ინფორმაციით, „შავ-თეთრებმა'' ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობა განაახლეს, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. „ბეშიქთაშს'' ქართველის დამატება გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა „სენტ-ეტიენმა'' ზურიკო არ გაუშვა.