ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

შტურმმა დერბი მოიგო - კიტეიშვილს გატანა შეეძლო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „გრაცერს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:1 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. კიტეიშვილმა ამჯერად მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა, თუმცა თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 29 წლის ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა და შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ნახევარდაცვაში ულიდერა.

კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 60 შეხება, 37-დან 26 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, კარისკენ ორი დარტყმა და ორივე ზუსტი, 3 ართმევა, 1 ბურთის დაბრუნება, 12-დან 4 პოზიციური დუელი მოიგო, 6 საჰაერო დუელიდან 4 მოიგო. Sofascore-ზე მისი თამაში 6.3 ქულით შეფასდა.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ასევე, ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიის თასზე 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ევროპა ლიგის 4 შეხვედრაში ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ზალცბურგს“ 1 ქულით ჩამორჩება. კიტეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს, სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის ასისტების ჰეთ-თრიკი | სარაევომ დერბი მოიგო
გულიაშვილის ასისტების ჰეთ-თრიკი | სარაევომ დერბი მოიგო