“ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო“ - UFC-ის მებრძოლების გამოხმაურება
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.
აღნიშნულ დაპირისპირებას UFC-ის სხვადასხვა მებრძოლები გამოეხმაურნენ.
მახაჩევი:
„მერაბ შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, ვინც კი ოქტაგონზე გასულა. პიოტრ გილოცავ, დაიმსახურე.“
გიგა ჭიკაძე:
„მარცხის, თუ ფრის შემთხვევაში ქართველები არასდროს ტყდებიან. მერაბი დიდების დარბაზის წევრია და ძალიან სწრაფად დაბრუნდება.“
ჯოშ ემეტი:
„წარმოუდგენლად მაგარი მთავარი ბრძოლა იყო. ვულოცავ ახალ ჩემპიონს.“
ბელალ მუჰამედი:
„დღის მთავარი მოვლენა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო.“
შეგახსენებთ, რომ 34 წლის დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის. 17 ბრძოლა გამართა (17 გამარჯვება, 3 მარცხი). ზედიზედ 14 გამარჯვების შემდეგ „მანქანას'' წარმატებული სერია დღეს იანთან შეწყდა.