გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„შესაძლოა, უფრო მარტივი დებიუტი სურდა, მაგრამ...“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაზე

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ოლდრიჯმა გიორგი მამარდაშვილის დებიუტზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად Liverpool Echo-ზე ექსპერტად მუშაობს და პორტალის ვებ-გვერდზე სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ნაწილი ქართველ მეკარეს დაუთმო.

რას წერს ოლდრიჯი მამარდაშვილზე:

„ალბათ, გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში უფრო მარტივ დებიუტს ისურვებდა. თუმცა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა კმაყოფილიც იყოს შაბათს საღამოს, პრემიერ ლიგაში დებიუტით. მან „ჩელსის“ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა და რამდენიმე კარგი სეივი განახორციელა, რაც წითლებს დიდი ხნის განმავლობაში თამაშში დარჩენაში დაეხმარა. ზოგ ეპიზოდში, შეეძლო ფეხით თამაშისას უფრო გაბედული ყოფილიყო, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში მოვა. გიორგი მამარდაშვილის თამაშზე უარყოფითი შეფასების გაკეთება შეუძლებელია, რადგან ჩემი აზრით, ის ახლა ამ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, ალისონ ბეკერს ცვლის. მამარდაშვილს მის წინ მყოფი ფეხბურთელებისგან ცოტა მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა დაცვა სულ უფრო ეჩვევა ბოლო წლებში ალისონის არყოფნას მიღებული ტრავმების შემდეგ.“

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა „ჩელსის“ წინააღმდეგ 4 მოგერიება შეასრულა, თუმცა მისი გუნდი „არისტოკრატებთნ“ მაინც დამარცხა - 1:2.

მამარდას სეივები:

საგულისხმოა, რომ „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ინგლისის უმაღლეს ლიგაში, მამარდაშვილის გუნდი ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „არსენალს“ 1 ქულით ჩამორჩება.

მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს „ენფილდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე
„გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე