ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი, დეკუ
Aa
Aa

ვარჯიშზე დაგვიანების გამო, იამალი არ დასჯილა - ფლიკის გადაწყვეტილებაში დეკუ ჩაერია

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, არაერთხელ მოუხსნია მოთამაშეები სასტარტო შემადგენლობიდან ვარჯიშზე დაგვიანების გამო.

თუმცა AS-ის ინფორმაციით, სასჯელი არ გამოუყენებიათ ლამინ იამალის მიმართ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სთან მატჩის (1:2) წინ, შეხვედრაზე დროულად არ გამოცხადდა. ესპანელი იმ შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში მაინც მოხვდა.

როგორც Cadena SER-ის ჟურნალისტმა, მანუ კარენიომ გადაცემა El Larguero-ში განაცხადა, „ბარსას“ სპორტულ დირექტორს, დეკუს, მოუწია ჩარევა, რათა ფლიკი დაერწმუნებინა, რომ იმ დღეს ლამინი სათადარიგოთა სკამზე არ დაეტოვებინა.

თავად გერმანელ სპეციალისტს არ უნდოდა, რომ ლამინი პირველივე წუთებიდან გაეშვა მოედანზე.

„დეკუს მოუწია ჩარევა, რათა ლამინს ეთამაშა. ფლიკს არ მოეწონა, რომ მისი გადაწყვეტილება სადავო გახდა, რადგან მიიჩნევს, რომ სასჯელი, თუ ის გამოიყენება, ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – თქვა ჟურნალისტმა.

როგორც იწერება  იამალის არდასჯამ გასახდელში გაუგებრობა გამოიწვია, რადგან ასეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჟიულ კუნდე, რაფინია და ინაკი პენია, მსგავსი შემთხვევებისთვის ნამდვილად დაისაჯნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია