ნურმაგომედოვი: UFC-ის ტიტული თუ რევანში დვალიშვილთან? შესაძლოა, შურისძიება უფრო მინდა
უმარ ნურმაგომედოვმა, მომავალი ბრძოლის გეგმებსა და მერაბ დვალიშვილთან რევანშის სურვილზე ისაუბრა.
დაღესტნელი მებრძოლის თქმით, ის არ აპირებს იდეალური მომენტის ლოდინს და ოქტაგონს უკვე იანვარში ან თებერვალში, რამადანის დაწყებამდე დაუბრუნდება.
ამასთან, ის მზადაა შეებრძოლოს ნებისმიერ მეტოქეს, რომელსაც UFC შესთავაზებს.
„თუ არჩევანი მექნება ქამარსა და დვალიშვილთან რევანშს შორის, შესაძლოა, შურისძიება უფრო მეტადაც მინდა. ვნახოთ, მერაბმა, შესაძლოა, პაუზა აიღოს იანთან ბრძოლის შემდეგ, რადგან ეს მისთვის წლის განმავლობაში უკვე მეოთხე ბრძოლაა. მე მინდა, იანვარში ან თებერვალში ვიჩხუბო, არავის დაველოდები. ყველაფერი UFC-ის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“, - თქვა ნურმაგომედოვმა.
მანამდე დვალიშვილმა განაცხადა, რომ თუ ისინი კვლავ შეხვდებიან ოქტაგონში, ნურმაგომედოვს „გაანადგურებს“.
შეგახსენებთ, რომ უმარმა მერაბ დვალიშვილთან იანვარში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. დაღესტენელის შემდეგი ბრძოლა 25 ოქტომბერს, UFC 321-ზე გაიმართება. მისი მეტოქე მარიო ბაუტისტა იქნება.
რაც შეეხება დვალიშვილს, მერაბმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ის მომდევნო ჩხუბს პიოტრ იანთან, 7 დეკემბერს გამართავს.
ამ ორი მებრძოლის გზები ოქტაგონში პირველად 2023 წლის მარტში გადაიკვეთა და მაშინ ქართველმა რუსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.