მუჰამედი მიიჩნევს, რომ უმარი მერაბის მომდევნო მეტოქე არ იქნება
UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე პიოტრ იანი იქნება და არა უმარ ნუმაგომედოვი.
„ნამდვილად ვფიქრობ, რომ უმარი ალბათ კიდევ ერთ ბრძოლას მიიღებს, რადგან მერაბი პიოტრ იანს იწვევს. უმარი ოქტომბრის შემდეგ, დეკემბერში არ იჩხუბებს. მე მართლა მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთია, რომელიც მთავარი მეტოქე იქნება დვალიშვილისთვის, რადგან მათ თანაბარი ბრძოლა ჰქონდათ. ვიცი, რომ მერაბი არ აფასებს უმარს სათანადოდ. ისინი ერთმანეთს ლანძღავენ. ეს ძალიან სასაცილოა, რადგან ეს ბიჭები ძალიან კეთილები არიან. უბრალოდ, მათ ერთმანეთი არ უყვართ. დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი დივიზიონი საინტერესო გახადა“, – თქვა მუჰამადმა.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან იანვარში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.
უმარის შემდეგი ბრძოლა 25 ოქტომბერს, UFC 321-ზე გაიმართება. მისი მეტოქე მარიო ბაუტისტა იქნება.
რაც შეეხება დვალიშვილს, მერაბმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
„მანქანას“ მომდევნო ორთაბრძოლის გამართვა მალევე სურს და პიოტრ იანთან ჩხუბის ინიციატივით გამოვიდა. გეტყვით ასევე, რომ მერაბმა ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წელს უკვე მესამედ დაიცვა.