მერაბ დვალიშვილი, დენიელ კორმიე, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

კორმიეს დვალიშვილის ერთადერთ კონკურენტად ნურმაგომედოვი მიაჩნია

UFC-ის კომენტატორმა, ქვემძიმე და მძიმე წონების ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა.

მან დაასახელა მისი აზრით ერთადერთი მებრძოლი მსუბუქ წონაში, რომელსაც „მანქანასთვის“ კონკურენციის გაწევა შეუძლია.

„ეს უნდა ვთქვა. უმარ ნურმაგომედოვი, ალბათ, ერთადერთი ბიჭია, ვისაც მერაბისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. დანარჩენები ამას ვერ შეძლებენ. ძალიან რთული იქნება მერაბის დასამარცხებლად გეგმის მოფიქრება, მისი შეუჩერებელი თეიქდაუნების გამო. ამისთვის მომზადება წარმოუდგენლად რთულია“, – თქვა კორმიემ თავის YouTube-არხზე.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. „მანქანას“ მომდევნო ორთაბრძოლის გამართვა მალევე სურს და პიოტრ იანთან ჩხუბის ინიციატივით გამოვიდა.

გეტყვით ასევე, რომ მერაბმა ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წელს უკვე მესამედ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან მხოლოდ ხუთი ჰქონდა, ვიწექი“ - ომალის ხუმრობა მერაბზე
„ჩემთან მხოლოდ ხუთი ჰქონდა, ვიწექი“ - ომალის ხუმრობა მერაბზე