„მისთვის საკმარისი არასდროსაა, თავისივე რეკორდს მოხსნის“, - მერაბის მწვრთნელი
თუ მერაბ დვალიშვილი დეკემბერში პიოტრ იანს დაამარცხებს, ის გახდება მსოფლიოს უძლიერესი ლიგის პირველი მებრძოლი, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში ტიტულის დაცვა ოთხჯერ მოახერხა, თუმცა სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი აპირებს, რომ მომავალ წელს საკუთარი რეკორდი განაახლოს.
ამის შესახებ Home of Fight-თან ინტერვიუში ქართველი მებრძოლის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა განაცხადა.
„მან უკვე დაგეგმა მომავალი წელი. მან უკვე იცის, როდის სურს შემდეგი ბრძოლის გამართვა და ამის შემდეგ შემდგომი დაპირისპირება. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კაცისთვის საკმარისი არასდროსაა – ის დაამყარებს ამ რეკორდს, შემდეგ კი მომავალ წელს კიდევ ერთხელ მოხსნის მას. მე ეს ვიცი. გარანტიას გაძლევთ – მას ეს შეუძლია“,
– განაცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე თვის დასაწყისში მერაბ დვალიშვილმა ქამარი მესამედ დაიცვა, დროსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა, ხოლო მისი ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ 6 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 323-ზე მთავარი მოვლენა იქნება.