პროტესტი ლა ლიგის ხელმძღვანელებს - ოვიედო-ესპანიოლი გვიან დაიწყო
Aa
Aa

პროტესტი ლა ლიგის ხელმძღვანელებს - ოვიედო-ესპანიოლი გვიან დაიწყო

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ დეკემბერში „ვილიარეალი“ – „ბარსელონას“ მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, პირენეის ნახევარკუნძულზე დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. კლუბების პრეზიდენტები და მთავარი მწვრთნელები მაქსიმალურად ცდილობენ საყვედურებისგან თავი შეიკავონ, რასაც ფეხბურთელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით და ამის დასტური გუშინდელი დღე იყო.

პრიმერადივიზიონის IX ტურის მატჩი „ოვიედო“ – „ესპანიოლი“ ფეხბურთელების ერთგვარი პროტესტის ფონზე დაიწყო. მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ ბურთის თამაშში შეყვანის ნაცვლად, ფეხბურთელები 15 წამით შეჩერდნენ, რითაც  ლა ლიგის ხელმძღვანელებს მიანიშნეს, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მატჩების გამართვით უკმაყოფილონი არიან. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ შეხვედრის რეჟისორებმა ეს ყველაფერი კადრში არ გამოაჩინეს და პროტესტი ტრანსლაციაში არ მოხვდა.

ცნობისათვის, „ოვიედო“ – „ესპანიოლის“ მატჩი სტუმრები 2:0 მოიგეს და მასპინძლების კარში თითო ბურთი 70-ე და 82-ე წუთზე, კიკე გარსიამ და პერე მილამ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისულელეა“- ფლიკმა იამალის დაგვიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
„სისულელეა“- ფლიკმა იამალის დაგვიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო