გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძემ ცვლილებაზე ითამაშა | ფროზინონე კონკურენტთან დამარცხდა

სერია B-ში „ფროზინონე’’ შინ უშუალო კონკურენტ „მონცასთან’’ 0:1 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდის ანგარიშზე 14 ქულაა, „ფროზინონე’’ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს, მესამე ადგილზეა.

„ფროზინონეს’’ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო 11-ეულში არ დააყენა, 57-ე წუთზე თამაშში ჩართო.

ქართველ მარცხენა გარემარბს შეტევების გამწვავების მცდელობები ჰქონდა. დაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა, 89-ე წუთზე მეტოქის კონტრშეტევისას საკმაოდ უკან დაიხია. საერთო ჯამში საუკეთესო თამაში არ ჰქონია, თუმცა მის მოქმედებებში მონდომება იგრძნობოდა. ერთხელ კარისკენ დაარტყა, თუმცა საკმაოდ არაზუსტად.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია B-ში 8-დან 6 მატჩი ჩაატარა. მე-5 ტურში „მანტოვასთან’’ მაღალი ტემპერატურის გამო არ უთამაშია, მე-6 ტურში „ჩეზენასთან’’ გააძევეს და „ვენეციასთან’’ დისკვალიფიცირებული იყო. სერია B-ში საგოლე მოქმედება არ აქვს, თუმცა თასის პირველ რაუნდში „მონცასთან'' გამარჯვების გოლი გაიტანა. განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია და გაცილებით მეტი შეუძლია.

მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს „ფროზინონე'' გასავარდნ ზონაში მყოდ „სამპდორიას'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა საქართველო
ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა საქართველო