გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბარსას სტილს იდეალურად შეესაბამება | RMC-ის ანალიტიკოსი მიქაუტაძეზე

ფრანგული RMC-ის გადაცემა After Espagne გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბარს დაეთმო. ანალიტიკოსი ედგარ გროლო ფიქრობს, რომ გიორგი მიქაუტაძე ბარსელონას სათამაშო სტილს შეესაბამება.

„ზოგადად, ესპანეთის ჩემპიონატის სტილი იდეალურად შეესაბამება ჟორჟ მიქაუტაძეს, მით უმეტეს ბარსელონას ისტორიული სათამაშო სტილი. ვფიქრობ, ამ სეზონში ცენტრფორვარდის პოზიციაზე გარკვეული დანაკლისი იგრძნობა, რადგან ლევანდოვსკი კარიერის დასასრულს უახლოვდება, ფერან ტორესი კი ხშირად არაზუსტია და ტექნიკურადაც ჟორჟს ჩამოუვარდება.

შეიძლება თუ არა, რომ მომავალში ჟორჟ მიქაუტაძე ბარსასთვის საინტერესო პროფილი აღმოჩნდეს და მოერგოს გუნდს? მე ვფიქრობ, რომ კი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ვილიარეალის ეტაპის გავლა მისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ მას კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი აქვს. ვილიარეალი შესანიშნავი კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის, ესპანეთის საუკეთესო გუნდებს ეპაექრება. მიუხედავად იმისა, რომ ლიონში ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც მას სურდა, ვფიქრობ, ეს მაინც კარგი არჩევანი იყო მისთვის''.

ამ გადაცემაში ლა ლიგის თემებსა და ტრანსფერებზე ძირითადად არხის ექსპერტები, ედგარ გროლო და რემი დიუმონი საუბრობენ ხოლმე (წამყვან ნიკოლა ჟამენთან ერთად). მიქაუტაძის შესახებ ედგარ გროლომ ისაუბრა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ თებერვალში ქართველი შემტევი 4 გატანილი გოლის შემდეგ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9
ენრიკეს შეცდომა თუ გენიალური სვლა? 4-6-0 და რეალის ილუზია | ც9