ლიონელ მესი
Aa
Aa

ჰეთ-თრიკი შეასრულა | მესი MLS-ის ოქროს ბუცის მფლობელია

MLS-ის 2025 წლის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „ინტერ მაიამიმ’’ სტუმრად „ნეშვილი’’ დაამარცხა (2:5). ლიონელ მესის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მან ჯერ ანგარიში გახსნა და შემდეგ გუნდს თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა.

არგენტინელმა MLS-ში 28 მატჩში 29 გოლი გაიტანა (მხოლოდ 1 პენალტით) და ოქროს ბუცი მოიგო. გოლების გარდა არგენტინელის აქტივში 16 საგოლე პასია.

მატჩის შემდეგ „ინტერ მაიამის'' მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ განცხადა: “როგორც ყოველთვის, ლეო დღესაც გამორჩეული იყო. ვფიქრობ, MLS-ის სეზონის MVP-ის ჯილდოს აუცილებლად მიიღებს”.


აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინტერ მაიამი’’ 65 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ლიდერ „ფილადელფიას’’ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. ფლეი-ოფში, 25 ოქტომბერს „ინტერ მაიამი’’ „ნეშვილს’’ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები