ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

კარგი ამბავი: ოდიშარია 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია მოედანს დაუბრუნდა. ლაშამ რფს-სთვის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლევადიასთან’’ 15 ივლისს ითამაშა. მას შემდეგ ტრავმირებული იყო, საზარდულის ტრავმა აწუხებდა, სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, რამდენჯერმე დაბრუნება სცადა, თუმცა ტკივილმა შეაწუხა.

ახლა თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დღეს ლატვიის ჩემპიონატში „ტუკუმთან’’ მოგებულ მატჩში ცვლილებაზე ითამაშა. 78-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა, როცა ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 2:3 იყო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში პენალტი გამოიმუშვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გამოიყენა და შეხვედრა რფს-ის გამარჯვებით 2:4 დასრულდა.

გასულ ზაფხულში ოდიშარიას მიმართ ინტერესს ლა ლიგა 2-ის ხიხონის „სპორტინგი'' იჩენდა, მხარეები გარიგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება ჩაიშალა.

2025 წლის სეზონში ოდიშარიამ რფს-ში 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები