აშორტიას დუბლი უზბეკეთში | ქართველი ფორვარდის შედეგინი სერია
უზბეკეთის სუპერ ლიგაში „ნავბაქორი’’ შინ „ბუნიოდკორთან’’ 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა იმედა აშორტიამ 13-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა. მე-7 წუთზე მეორე მცდელობაზე მარცხენა ფეხით შეაგდო, 21-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მარჯვენა ფეხით მახვილი კუთხიდან გაიტანა.
აშორტიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი ნიკა მალი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
სუპერ ლიგის სეზონში 25 მატჩში აშორტიას აქტივში 7 გოლი და 2 საგოლე პასია. ბოლო სამ შეხვედრაში მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე არ დაუტოვებია. 23-ე ტურში „კოკანდთან’’ საგოლე პასი შეასრულა, 24-ე ტურში „ნასაფს’’ გაუტანა, 25-ე ტურში „ნავბაქორთან’’ დუბლი შეასრულა.
28 წლის ფორვარი მეორე სეზონია რაც უცხოეთში თამაშობს, გასულ სეზონში ყაზახურ ყარაგანდის „შახტიორში'' 28 მატჩში 5 საგოლე მოქმედება ჰქონდა, 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, ამ სეზონში გასული სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა.