მაქს ჰოლოუეი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„ეს უბრალოდ სასაცილოა“ - ჰოლოუეი UFC-ის რეიტინგებზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ პრომოუშენის მიერ შექმნილი მებრძოლების რეიტინგები გააკრიტიკა.

„არ ვიცი, საერთოდ რაზე ფიქრობთ, როდესაც ქვემსუბუქი წონის ნომერ პირველ კონტენდერად მაყენებთ. ეს უბრალოდ სასაცილოა. ქვემსუბუქ წონაში აღარ დავბრუნდები, მორჩა.

ეს რეიტინგები ალოგიკურია, მათ შორის ილიას შემთხვევაშიც - როგორც კი მან განაცხადა, რომ მსუბუქ წონაში ადის, ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგიდან ამოიღეს, მე კი ნომერ პირველ კონტენდერად დამტოვეს. საბოლოო ჯამში, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ვიღაც ამ რეიტინგებით ერთობა, მაგრამ პირადად მე 12 ბრძოლა დამჭირდა, რათა ქვემსუბუქ წონაში დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის მეჩხუბა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მაქს ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან წაგებული საჩემპიონო ბრძოლა მისთვის ქვემსუბუქ წონაში ბოლო იყო. „დალოცვილმა“ ასევე აღნიშნა, რომ კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ 19 ივლისს ჰოლოუეი დასტინ პორიეს დაუპირისპირდება და BMF-ის ქამარს დაიცავს. ეს ბრძოლა „ბრილიანტისთვის“ ბოლო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი ჩხუბი არ მიჩვენებია“ | ვოლკანოვსკი ილიასთან ბრძოლაზე თანხმობას ნანობს
„ჩემი ჩხუბი არ მიჩვენებია“ | ვოლკანოვსკი ილიასთან ბრძოლაზე თანხმობას ნანობს