„თოფურია ყოველ ჯერზე მაოცებს“ - დელა მადალენას მწვრთნელი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ჯეკ დელა მადალენას მწვრთნელმა, კრეიგ ჯონსმა არიელ ჰელვანის გადაცემაში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„მოუგებს თუ არა თოფურია მახაჩევს? ვინ იცის? ილია ყოველ ჯერზე მაოცებს. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ნანახი მქონდა მისი რამდენიმე ჩხუბი და კარგ მებრძოლად არ ვთვლიდი. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა.
თუ ჯეკ დელა მადალენა ისლამს დაამარცხებს (და მე მჯერა, რომ ასეც იქნება), მახაჩევი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. დაბრუნდება თუ არა ის მსუბუქ წონაში ილიასთან საჩხუბრად? ილია ხუმრობს, რომ ისლამს პირდაპირ სატიტულო შანსს არ მისცემს, მაგრამ ვფიქრობ, თოფურია ელოდება ამ ჩხუბს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად წარმოაჩენს თავს ჯეკი“.
შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლის შემდეგ, მახაჩევი პირველ ბრძოლას ამ წონის ჩემპიონთან, ჯეკ დელა მადალენასთან გამართავს. ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით არ არის შერჩეული, მაგრამ ავსტრალიელი მებრძოლისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება.