„ილიასა და ისლამის ჩხუბი უნდა გამართულიყო, მახაჩევმა დიდი თანხა მოითხოვა“ | კოლბი კოვინგტონი
UFC-ის მებრძოლმა, კოლბი კოვინგტონმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. კოვინგტონი „ელ მატადორის“ გამარჯვებას ვარაუდობს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, „თეთრი სახლის“ ტურნირზე სწორედ მათი დაპირისპირება იგეგმებოდა.
„UFC დაგვპირდა, რომ „თეთრი სახლის“ ტურნირზე ძალიან ძლიერი ქარდი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა — ქარდი საკმაოდ სუსტია. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების მთავარი ბრძოლა თოფურიასა და მახაჩევს შორის უნდა გამართულიყო. მახაჩევის წარმომადგენლებმა ძალიან დიდი თანხა მოითხოვეს, რის გამოც ეს ბრძოლა ვერ ჩაინიშნა — ბოლო მომენტში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ვინ გაიმარჯვებს, თოფურია თუ მახაჩევი? ვფიქრობ, ილია მოიგებს. სტრაიკინგში ის უკეთესია. თანაც, შედარებით დაბალია და გრავიტაციის ცენტრი ქვემოთ აქვს, რის გამოც მის წინააღმდეგ თეიქდაუნის შესრულება რთული იქნება. ვოლკანოვსკისთან პირველი ჩხუბი ხომ ნახეთ? ისლამს ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ ერთი რაუნდის უპირატესობით მოიგო, მაშინ როცა ილიამ ალექსი ნოკაუტით დაამარცხა.“
შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში, „თეთრ სახლში“, გამართავს, სადაც მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. ღონისძიება აშშ-ის დროით 14 ივნისს გაიმართება.