„დამპატიჟეს კონტრაქტის გასაფორმებლად“ - სილვას გამაღიზიანებელი განცხადება
21 მარტს, ლონდონში, UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ქვემსუბუქ წონაში მოვსარ ევლოევსა და ლერონ მერფის შორის დაპირისპირება გახლავთ. თითქოს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ამ ბრძოლის გამარჯვებული ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე იქნებოდა, თუმცა ჟან სილვას განცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საკმაოდ ბევრი გააღიზიანა.
ჟან სილვა
დამირეკეს ჰანტერ კემპბელმა და დენა უაითმა და ლონდონში, ევლოევი-მერფის ბრძოლაზე დასასწრებად დამპატიჟეს. მათი საუბრიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სატიტულო ბრძოლის კონტრაქტს გავაფორმებ. მერწმუნეთ, ჩემი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბი UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა იქნება.
ცნობისათვის, ჟან სილვა ბოლოს ოქტაგონში 24 იანვარს, UFC 324-ის ღონისძიების ფარგლებში შევიდა და არნოლდ ალენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იქამდე კი, 2025 წლის 13 სექტემბერს, დიეგო ლოპესთან დანოკაუტდა და სილვას კარიერაში ამ ორგანიზაციაში ეს ერთადერთი წაგებაა.