ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ოლივეირა თოფურია-გეიჯის ბრძოლის დაზღვევას გეგმავს

მაქს ჰოლოუეისთვის BMF-ის ქამრის ჩამორთმევის შემდეგ, ჩარლზ ოლივეირა მზადაა მსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა დააზღვიოს, რომელიც 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ სადღესასწაულო ტურნირს დააგვირგვინებს.

ამის შესახებ Sherdog-თან ინტერვიუში ბრაზილიელის მწვრთნელმა, დიეგო ლიმამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ არცერთი მათგანი არ მიიღებს ტრავმას, რადგან ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება, თუმცა ჩვენ უკვე შევთავაზეთ ჩარლზის კანდიდატურა სარეზერვო ვარიანტად თეთრი სახლის ტურნირისთვის. ჩარლზს ქამარი სურს, ასე რომ, თუ ჩანაცვლება არ დასჭირდებათ, მას შეუძლია ეჩხუბოს თოფურია-გეიჯის წყვილის გამარჯვებულს, ან, თუ ჩემპიონი დიდხანს ითხოვს პაუზას, ჩაატაროს რაიმე ლოგიკური „სუპერბრძოლა“. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი ჰანტერ კემპბელთან განსახილველად“,

– თქვა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.

ამასთან, ოლივეირას გუნდი დიდად არ განიხილავს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლას, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა BMF-ის ქამრისთვის ბრძოლის სურვილი.

„ყოველ ჯერზე, როცა მასზე ვსაუბრობთ, ყველაფერი საპნის ოპერად იქცევა ხოლმე, ამიტომ ვფიქრობ, სჯობს იმედები არ დავისახოთ. რა თქმა უნდა, ჩარლზისთვის სიამოვნება იქნებოდა ქვესაშუალო წონაში ასვლა და მასთან სუპერბრძოლის გამართვა, რათა ეჩვენებინა, რომ სჯობდა არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ კონორი დაბრუნდება“,

– დაამატა ლიმამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები