„მაჩადო გარის დაძინება მოუწევს“ - ბრედის პროგნოზი
იან მაჩადო გარი მაქსიმალურად ცდილობს პოპულისტური განცხადებების ხარჯზე, UFC-ის ხელმძღვანელები დაარწმუნოს იმაში, რომ ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევისთვის ყველაზე შესაფერისი მეტოქე იქნება, თუმცა დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, მიზეზად კი მახაჩევის ხელის ტრავმას ასახელებენ. სამაგიეროდ ჩქარობენ ჟურნალისტები და ისლამი - გარის ჩხუბთან დაკავშირებით აზრს სხვადასხვა მებრძოლებს ეკითხებიან. ამჯერად მედიის წარმომადგენლების სამიზნე ამავე დივიზიონის სპორტსმენი შონ ბრედი გახლდათ, რომელმაც ასეთი პროგნოზი გააკეთა:
„ისლამ მახაჩევი იან მაჩადო გარის სავარაუდოდ მტკივნეული ილეთით დაამარცხებს. გახსოვთ, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა ირლანდიელი შავკატ რახმონოვთან დაპირისპირების დროს? მისი პარტერში ჩაყვანა სირთულეს არ წარმოადგენს და ვისაც ის ჩხუბი ახსოვს, დამეთანხმება. ამ საქმეში ისლამისნაირი ოსტატი კი, გარის თეიქდაუნს იოლად შეუსრულებს. თუ ეს მოხდა, მაშინ მახაჩევი იანს აუცილებლად დააძინებს“.
ცნობისათვის, შონ ბრედის მიერ ნახსენები ბრძოლა იან მაჩადო გარისა და შავკატ რახმონოვს შორის 2024 წლის 7 დეკემბერს გაიმართა და მაშინ უზბეკმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.