„იმედია, პედი ილიას მოუგებს, ეს ძალიან კარგი იქნებოდა“ - მოიკანო
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„დაიმსახურა თუ არა პიმბლეტმა სატიტულო ჩხუბი? ვინ არის ალტერნატივა? იანვრის შემდეგ ცარუკიანი არ მინახავს და არ ვიცი, რა მოხდა მაშინ. ვფიქრობ, მან ზურგი დაიზიანა, რის გამოც წონის კლების პროცესში ძლიერი ტკივილი იგრძნო და წონის კლება ვეღარ გააგრძელა. მისი ან რომელიმე სხვა მებრძოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
მინდა, პედი VS ილია ვიხილო. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. მისთვისვე აჯობებს, თოფურიასთან დამარცხდეს, ვიდრე გეიჯისთან. თუმცა, იმედია, პედი ილიას მოუგებს - ეს სავსებით შესაძლებელია და ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ თოფურია უბრალოდ განსხვავებული დონის მებრძოლია. რაც შეეხება არმანს, ვფიქრობ ის დენ ჰუკერთან იჩხუბებს. ცარუკიანმა თავადაც იცის, რომ მას კიდევ ერთი ჩხუბი სჭირდება.
P4P რეიტინგის პირველ სამეულში არაფერს შევცვლიდი: ილია, ისლამი, მერაბი. ალეშანდრე პანტოჟა დრიკუს დუ პლესიზე მაღლა უნდა იყოს. პანტოჟა ჩემი მეგობარია, მაგრამ მერაბმა ისეთი მებრძოლები დაამარცხა - ალდო, სეხუდო - რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, მაგრამ ვინ იცნობს კაი კარა-ფრანსს? ამიტომ პანტოჟას მერაბზე მაღლა ვერ დავაყენებ“.
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ ილია თოფურიამ P4P რეიტინგის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რომელსაც მანამდე 2023 წლის ნოემბრიდან ისლამ მახაჩევი იკავებდა.