მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„წლის ჩხუბი იყო“ - სონენმა დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ილაპარაკა

UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად MMA-ს ექსპერტი, ჩეილ სონენი მიიჩნევს, რომ 2025 წლის საუკეთესო ჩხუბი მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება იყო.

მისი თქმით, UFC 311 ქართველი „მანქანასთვის“ ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო.

„მაშინ ვარსკვლავი დაიბადა. იმ მომენტისთვის პუბლიკას მერაბი არც კი აინტერესებდა. ის მეინ ივენთზეც კი არ ჩხუბობდა და უნდა წაეგო, მაგრამ 25 წუთის შემდეგ, მან არა მხოლოდ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, არამედ მაყურებლების გულიც მოიგო, რაც ძალიან რთულია“, - თქვა სონენმა იუთუბ შოუში Good Guy / Bad Guy.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისა და ნურმაგომედოვის ჩხუბი იანვარში, UFC 311-ზე გაიმართა. ქართველმა „მანქანამ“ ის ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში გახდება თოფურიას მომდევნო მეტოქე - რა თქვა ჰოლოუეიმ
რა შემთხვევაში გახდება თოფურიას მომდევნო მეტოქე - რა თქვა ჰოლოუეიმ