მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

სენდჰეგენს არ სურს, რომ დვალიშვილს ნიუ-იორკში ეჩხუბოს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა. კერძოდ, თუ როდის შეიძლება ის „მანქანას“ დაუპირისპირდეს.

მისი თქმით, მას ნიუ-იორკში ჩხუბი არ სურს.

„ნოემბერი? ნიუ-იორკში ჩხუბს ვერ ვიტან - ამ შტატს უბრალოდ გიჟური გადასახადები აქვს. აი, დეკემბრის ტურნირზე კი, ლას-ვეგასში ბრძოლა შესანიშნავი იდეაა“, - თქვა კორიმ.

მანამდე UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ სენდჰეგენი დვალიშვილის მომდევნო მეტოქე გახდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი იმსახურებს.

გეტყვით ასევე, რომ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.

რაც შეეხება სენდჰეგენს, (18-5) მას ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სრული იდიოტია“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა
„სრული იდიოტია“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა