რეალის საშინელი ფრენა | სამეფო კლუბმა პრესკონფერენციაც ვერ ჩაატარა
Aa
Aa

რეალის საშინელი ფრენა | სამეფო კლუბმა პრესკონფერენციაც ვერ ჩაატარა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება, სადაც „სამეფო კლუბს“ ჩასასვლელად რთული გზის გავლა მოუხდა.

ნახევარფინალური შეხვედრისთვის „რეალი“ მაიამიში ემზადებოდა და ნიუ ჯერსიში თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, თუმცა უამინდობის გამო მადრიდელებს პრობლემები შეექმნათ. მათი რეისი ერთი საათის დაგვიანებით გავიდა და დროულად დაჯდომაც ვერ შეძლო.

ფრენის ხანგრძლივობა ორსაათ-ნახევარი იყო და „რეალის“ თვითმფრინავი ვირჯინიის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ტრიალებდა. პილოტები შტორმისა და უამინდობის გამო თვითმფრინავის დასმას ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ, ეს ერთსაათიანი დაგვიანებით შეასრულეს.

ამ პრობლემების გამო „რეალმა“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გააუქმა. მედიის წინაშე ჩაბი ალონსო, ფედერიკო ვალვერდე, ტიბო კურტუა და ჯაკობო რამონი უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა FIFA-მ კლუბს კონფერენციის გაუქმების ნებართვა მიანიჭა. ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები