პეპ გუარდიოლა, ლუის ენრიკე, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი: დღევანდელი პსჟ გუარდიოლას ბარსელონაზე ძლიერია

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამჟამინდელი პსჟ პეპ გუარდიოლას „ბარსელონას“ შეადარა და განაცხადა, რომ პარიზელები უკეთ თამაშობენ.

„ეჭვგარეშეა, რომ პსჟ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია. ამაზე გუნდის მიერ წელს ჩატარებული მატჩები თავისთავად მეტყველებს. დღეს მათთან კონკურენცია ძალიან რთულია“.

- შეუძლია თუ არა ამ პსჟ-ს ისეთივე დიდი გუნდი გახდეს, როგორც გუარდიოლას „ბარსელონა“?

„პსჟ უფრო თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. გუნდი უფრო სწრაფია, რადგან გუარდიოლას არ ჰყავდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიოლოგიური სისწრაფეც ჰქონდათ. ჰაკიმი სპრინტერია, მენდეშიც იგივეა. პსჟ-ს შეტევა ისეთი სწრაფია, ტექნიკური... ყველა მოთამაშე ერთნაირად ფიქრობს და უზარმაზარ შრომას ასრულებს.

მე პირადად მეჩვენება, რომ ეს პსჟ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესღაც გუარდიოლას ბარსელონა იყო.

ბაიერნი პსჟ ბრწყინვალე მატჩი იყო! კომპანის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა როგორც აღვნიშნე დღეს ყველაზე ძლიერი პსჟ გახლავთ. ვნახოთ, რამდენად ძლიერები იქნებიან. გუნდი უკვე ერთი წელია უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა“.

- განაცხადა სიომინმა championat.com-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ „რეალის“ ნახევარფინალური მატჩი 9 ივნისს 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები