ცნობილია, ვინ იქნება პსჟ-სა და რეალის მატჩის მთავარი მსაჯი
FIFA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირების მსაჯთა ბრიგადა დანიშნა.
ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მეორე ნახევარფინალურ მატჩს 44 წლის პოლონელი არბიტრი, სიმონ მარჩინიაკი გაუძღვება.
სიმონ მარჩინიაკმა აქამდე რვაჯერ იმსაჯა პსჟ-ის თამაშებში, მათ შორის ერთ-ერთი გასული სეზონის იანვარში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირება იყო, რომელიც პარიზულმა გუნდმა 4:2 მოიგო და პლეი-ოფში გასვლა შეძლო.
ასევე, პოლონელი სპეციალისტი კარგად არის ნაცნობი ქართველი გულშემატკივრებისთვის და ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც. სიმონ მარჩინიაკმა გასულ წელს, ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალი იმსაჯა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
44 წლის არბიტრმა მიმდინარე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე იმსაჯა მადრიდის „რეალის“ მატჩი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც „სამეფო კლუბმა“ 1:0 მოიგო.