ხულიან ალვარესი, დეკუ
Aa
Aa

დეკუ მადრიდში ჩაფრინდა - ბარსელონას ბოლო მცდელობა ალვარესის შესაძენად

ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოდან ხულიან ალვარესის დასამატებლად ბოლო წინადადებას ამზადებს. გავლენიანი ესპანური გამოცემა კოუპის ინფორმაციით, ბლაუგრანას სპორტული დირექტორი, დეკუ თავის ასისტენტთან, ჟოაო ამარალთან ერთად მადრიდში ჩავიდა, რათა ფეხბურთელის აგენტს შეხვდეს და გარიგების განსახორციელებლად დასკვნითი გეგმა შეიმუშაოს.

არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად, კვლავ შვებულებაში იმყოფება და ატლეტიკოს სავარაუდოდ 10 აგვისსტოს დაუბრუნდება, მანამდე კი ბარსელონასთან მოლაპარაკებებს მისი აგენტები აწარმოებენ. ფეხბურთელის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ალვარაესის მიზანი მიმდინარე ზაფხულში მხოლოდ ბარსელონაში თამაშია და სხვა სცენარს არც განიხილავს.

კატალონიელებმა როხიბლანკოსს ოფიციალური, 100-მილიონიანი შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა ატლეტიკოს პოზიცია ურყევი რჩება. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილმა კატეგორიულად გამორიცხა მიმდინარე ზაფხულში ალვარესის გაყიდვა და განაცხადა, რომ არგენტინელი შემტევი 200 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა | ახალი ინფორმაცია ესპანურ პრესაში
ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა | ახალი ინფორმაცია ესპანურ პრესაში