კარლოს ტევესმა ტალერესი ჩაიბარა
კარლოს ტევესმა ტალერესი ჩაიბარა. ინფორმაციას თავად არგენტინული კლუბი ავრცელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვენტუსის“ 41 წლის ყოფილმა ფორვარდმა ამ პოსტზე დიეგო კოკა შეცვალა.
შეგახსნებთ, რომ ტევესი წარსულში „როსარიო სენტრალს“ წვრთნიდა, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „ინდეპენდიენტე“ იყო.