ლუკა ერნანდესი, ვილიან პაჩო
Aa
Aa

დიდი დანაკლისი პსჟ-ს - FIFA-მ პაჩო და ერნანდესი მკაცრად დასაჯა

FIFA-მ პსჟ-ის მცველები, ლუკას ერნანდესი და ვილიან პაჩო მკაცრად დასაჯა, რის გამოც ფეხბურთელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დარჩენილ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

1/4 ფინალში, მიუნხენის „ბაიერნთან“ მიღებული წითელი ბარათების გამო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა პაჩომ და ერნანდესს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, შესაბამისად, ორივე ფეხბურთელი როგორც ნახევარფინალში „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითმამაშებენ, ისე ფინალში გასვლის შემთხვევაშიც ვერ დაეხმარებიან პარიზულ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ხვალ ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი კი კვირას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, ვინ იქნება პსჟ-სა და რეალის მატჩის მთავარი მსაჯი
ცნობილია, ვინ იქნება პსჟ-სა და რეალის მატჩის მთავარი მსაჯი