ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, თი ჯეი დილაშოუ
Aa
Aa

დილაშოუ: თოფურიას ოლივეირასთან ბრძოლა განზრახ მისცეს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ agfight-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ილია თოფურიას ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა სპეციალურად ჩაუნიშნეს, რადგან ეს მისთვის იდეალური ბრძოლა იყო.

„თოფურიას მეტოქედ ოლივერია განზრახ მისცეს, რადგან ჩარლზი მისთვის იდეალური მეტოქე იყო. ბრაზილიელი დარტყმებს ყოველთვის ატარებს, ბევრს იღებს, ეს კი ილიასთვის კომფორტულია.

ის თანხმდება დისტანციის შემცირებაზე, სიმაღლისა და მანძილის მიუხედავად. ამჯერად რატომ არ შეინარჩუნა დისტანცია ბრძოლის დროს? თოფურიას ყოველთვის სურს, რომ შენ მასთან ბრძოლაში შეხვიდე. სურს, რომ სახიფათო ზონაში შეგიტყუოს, რადგან მისი კრივი ბევრად უკეთესია. მაშინაც კი, თუ დარტყმას მიიღებს, შემდეგ უკან ბევრად უფრო ძლიერად დაგარტყამს. გაგთიშავს და დიახ, ეს ჩვენ ყველამ ვიხილეთ“.

აქვე გეტყვით, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო სავარაუდო მეტოქეებად ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი და არმან ცარუკიანი სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები