ილია თოფურია
Aa
Aa

„საბოლოო მიზანი სამი წონის ჩემპიონობაა“ - ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ გამოცემა ABC-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

რა თქვა ელ მატადორმა:

„ოლივეირას ცარუკიანთან ბრძოლაში საბმიშენით მოგებით რამდენიმე შანსი ჰქონდა, ცარუკიანი გადარჩა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დავაფინიშებ. რაც შეეხება პიმბლეტს, ის ჩემთვის უბრალოდ საჩუქარია და არაფრის აზრზე არაა. ვიმეორებ, თუ UFC-ის ღონისძიება ესპანეთში ჩატარდება, მზად ვარ პირველ რაუნდში ისლამ მახაჩევს, მეორეში კი პიმბლეტს მოვუგო. ოლივეირას შემდეგ მზად ვიყავი, იქვე პედისთან, არმანთან და ისლამთან მეჩხუბა.

გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა UFC ესპანეთში ჩამოვიყვანო. მთელი მსოფლიოს წინაშე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩხუბი კიდევ ერთი ახდენილი ოცნება და დაუვიწყარი ემოციების ღამე იქნებოდა. სამი წონის ჩემპიონობა? ამაზე ნუ მალაპარაკებთ [გავრცელებული ინფორმაციით, UFC-მ სთხოვა ილია თოფურიას, ქვესაშუალო წონაში ასვლაზე საუბრისგან თავი შეეკავებინა], თუმცა საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ესაა“.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტურ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. დიდი ალბათობით, „ელ მატადორის“ შემდეგი მეტოქე პედი პიმბლეტი 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანს ნამდვილად შეუძლია თოფურიას დამარცხება“ - შონ ომალის მწვრთნელის პროგნოზი
„ცარუკიანს ნამდვილად შეუძლია თოფურიას დამარცხება“ - შონ ომალის მწვრთნელის პროგნოზი