ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ტრიესტეს ჩელენჯერი - ბასილაშვილი 501-ე ნომერთან დამარცხდა

იტალიაში, კონკრეტულად ტრიესტეში ჩელენჯერი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ATP რეიტინგის 501-ე ნომერს მაქსიმ მრვას დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3 2:6 0:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და მრვამ ბრეიკი შეასრულა, თუმცა შემდეგ ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. მე-7 გეიმში ჩეხმა ჩოგბურთელმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა შემდეგ უმალ თავისი ჩაწოდება წააგო და ქართველმა სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი შედარებით მარტივი გამოდგა. მრვამ ორი ბრეიკი შეასრულა და მარტივად გაიმარჯვა.

დისაიდერში ჩეხმა სრული უპირატესობა მოიპოვა, 3 ბრეიკი შეასრულა და მარტივად 6:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ტრიესტეს ჩელენჯერამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც პირველ წრეში მუზეტი დაამარცხა. შემდეგ კი მეორე წრეში სონეგოსთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები