რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

„უკეთეს მეტოქეებს ვიმსახურებდით, მაგრამ ყველაფერს UFC წყვეტს“ - დოლიძე ერნანდესთან ჩხუბზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Home of Fight-თან ინტერვიუს დროს ენტონი ერნანდესთან ბრძოლაზე ისაუბრა და თავისი შანსები შეაფასა.

რას ამბობს დოლიძე:

„ენტონი ერნანდესთან ძალიან კარგი ბრძოლა იქნება, სტილისტურად საინტერესო. ვფიქრობ, ორივემ უკეთესი მეტოქეები დავიმსახურეთ, ესაა, რაც არის. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ტოპ 5-დან მიგვეღო ბრძოლები, ორივე ვიმსახურებთ ხუთეულში ყოფნას, მაგრამ გადაწყვეტილებას UFC იღებს, ისინი წყვეტენ ვინ წავა წინ და ამიტომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია ორივესთვის, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსია ტოპ 5-სკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ“.

„ერნანდესის მთავარი იარაღი მისი კარდიოა, შესაძლოა, იდეალური გრეპლერი ან სტრაიკერი არ არის, მაგრამ ძალიან გღლის... როგორც წესი, პირველ რაუნდს აგებს, ჯიუ-ჯიცუშიც კი, მაგრამ შემდეგ რაუნდებში გღლის და შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ ამისთვის მზად ვარ. არ მგონია, მისი უნარები ჩემთვის სიურპრიზი იყოს, განსაკუთრებით ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ, როდესაც ყველამ ნახა, რომ მე-4 და მე-5 რაუნდებში უფრო ძლიერად ბრძოლა შემიძლია. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად ვარ, რაც არ უნდა შემომთავაზოს“.

„მიყვარს ისეთ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ და ცხოვრებაზე მშვიდი ხედვა აქვთ, ის ერთ-ერთი მათგანია. აქვს რაღაცები, რაც არ მომწონს მის ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი უცნაური რაღაცები ყველას გვაქვს. ვგულისხმობ მოწევას... იმიტომ არ მიყვარს, რომ მე არ ვეწევი, არც არასდროს მომიწევია და ყველაფერი ასეთის წინააღმდეგი ვარ. ჩემს ქვეყანაში ეს ნარკოტიკად ითვლება, ამერიკაში კი ეს ნორმალურია... მაგრამ ჩემთვის ნორმალური არ არის. ის კარგი ბიჭია, ბევრს არ ლაპარაკობს და რა თქმა უნდა, ამის გამო პატივისცემას იმსახურებს. შემიძლია დავეთანხმო და გითხრათ, რომ არავინ იცის რა მოხდება ჩვენს ბრძოლაში. ექვსი ან შვიდი ბრძოლის წინ, როდესაც კაილ დაკასთან ვიბრძოდი, ძალიან დიდი აუთსაიდერი ვიყავი. ყველას ეგონა, რომ კაილი ფავორიტი იყო, კარგი კრივი და ჯიუ-ჯიცუ ჰქონდა, ვერავინ ხვდებოდა, რა უნდა გამეკეთებინა. ეს ბრძოლა 45 წამში მოვიგე, დავანოკაუტე. ამიტომ, წინასწარ არავინ იცის რა მოხდება. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ასე ვიტყვი - დაე, საუკეთესომ გაიმარჯვოს“.

რომან დოლიძისა და ენტონი ერნანდესის ბრძოლა 11 აგვისტოს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება. MMA-ში რომან დოლიძის რეკორდი 15 გამარჯვება და 3 მარცხია, ენტონი ერნანდესმა კი 16 ბრძოლიდან 14 მოიგო და 2-ში დამარცხდა. UFC-ის საშუალო წონაში ერნანდესი მე-9 ადგილზე იმყოფება, რომან დოლიძე კი მე-8 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საბოლოო მიზანი სამი წონის ჩემპიონობაა“ - ილია თოფურია
„საბოლოო მიზანი სამი წონის ჩემპიონობაა“ - ილია თოფურია