ტაირიზ ჰალიბერტონი
Aa
Aa

დადასტურდა - ჰალიბერტონი შემდეგ სეზონს მთლიანად გამოტოვებს

NBA-ს სუპერფინალში ინდიანას ერთ-ერთმა ლიდერმა ტაირის ჰალიბერტონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და სულ მალე ოპერაციაც გაიკეთა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტრავმის გამო ჰალიბერტონი 2025/2026 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმაც დაადასტურა. ეს ინდიანასთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელი ამერიკელი კალათბურთელისთვის გამორჩეული იყო. მან არაერთი გადამწყვეტი ქულა ჩააგდო და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. 73 თამაშში საშუალოდ 18.6 ქულას, 3.5 მოხსნას და 9.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ასევე შეგახსენებთ, ჰალიბერტონმა ტრავმა სუპერფინალის მეშვიდე მატჩში მიიღო და ამის შემდეგ ინდიანა დამარცხდა. დრამატულ ბრძოლაში ჩემპიონი ოკლაჰომა გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | გიორგი შერმადინმა ლაგუნა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად | გიორგი შერმადინმა ლაგუნა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა