ახალი კონტრაქტი ვაგნერს - ბითაძემ ორლანდო უნდა დატოვოს
„ორლანდო მეჯიქმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, გოგა ბითაძე იცავს, მორიტც ვაგნერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით ESPN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თავისუფალმა აგენტმა მორიტც ვაგნერმა „ორლანდო მეჯიქთან“ $5-მილიონიანი ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
„ვაგნერის აგენტმა, ჯეისონ გლაშონმა „მეჯიქის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა“ - წერს გავლენიანი საკალათბურთო ინსაიდერი შემ შარანია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მორიტც ვაგნერმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც „მეჯიქში“ მისი მომავალი კითხვის ქვეშ დადგა. თუმცა, როგორც ჩანს, „ორლანდომ“ გადაწყვიტა, 28 წლის გერმანელს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მორიტც ვაგნერის გუნდში დარჩენა ნეგატიურად აისახება ქართველი ცენტრის სათამაშო დროის ოდენობაზე - ვაგნერი მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციებზე თამაშობს.