შელტონი დამარცხებულია - სინერი უიმბლდონის ნახევარფინალშია
2025 წლის უიმბლდონი დასკვნით ფაზაში გადადის. დღეს პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი და ბენ შელტონი შეხვდნენ.
იტალიელმა ჩოგბურთელმა შელტონი სამ სეტში 7:6 6:4 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს ან კობოლის დაუპირისპირდება.
პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიბარა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე იმდენად დამაჯერებლად თამაშობდნენ, რომ პირველ სეტში არცერთი ბრეიკ პოინტი არ დაფიქსირებულა. გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც იანიკი უკეთესი იყო და 7:2 მოიგო.
მეორე სეტიც პირველის იდენტურად მიმდინარეობდა, თუმცა მე-10 გეიმში სინერმა ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:4 მოიგო.
მესამე სეტი კი მთლიანად მეორეს ჰგავდა. რეიტინგის პირველმა ნომერმა გადამწყვეტი ბრეიკი სწორედ მე-10 გეიმში შეასრულა და მატჩი მოიგო.