კევინ დურანტი, ჰიუსტონი
Aa
Aa

ოფიციალურად - კევინ დურანტი ჰიუსტონის კალათბურთელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ კევინ დურანტი კარიერას ჰიუსტონში გააგრძელებდა.

დღეს როკეტსის ოფიციალურმა გვერდმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. ამერიკელი სუპერვარსკვლავი კარიერას ჰიუსტონში გააგრძელებს.

დურანტი ჰიუსტონში შვიდ გუნდს შორის განხორციელებული ტრეიდის შედეგად აღმოჩნდა. გაცვლაში ჰიუსტონი, ატლანტა, ბრუკლინი, გოლდენ სტეიტი, ლეიკერსი, მინესოტა და ფინიქსი მონაწილეობდნენ.

როკეტსმა 36 წლის კევინის გარდა ატლანტადან კლინტ კაპელა მიიღო. ფინიქსში ჯეილენ გრინი და დილონ ბრექსი გადავიდნენ. სხვა გუნდებმა კი დრაფტზე არჩევანის უფლებები გაცვალეს.

შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტი გასულ სეზონში ფინიქსის რიგებში საშუალოდ 26.6 ქულას, 6 მოხსნასა და 4.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კარიერის მანძილზე ის გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ორივე შემთხვევაში ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი ვაგნერს - ბითაძემ ორლანდო უნდა დატოვოს
ახალი კონტრაქტი ვაგნერს - ბითაძემ ორლანდო უნდა დატოვოს