დეტალები ცნობილია | ლოჩოშვილი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
CrystalSport-ის ცნობით, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიუნბერგში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელი გერმანიაში 11 ივლისს, დილას გაფრინდება, გერმანული კლუბი „კრემონეზედან’’ 1,5 მილიონ ევროდ გამოისყიდის, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
„კრემონეზესთან'' გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ლუკას გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევრო იყო, თუმცა მხარეები 1,5 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 3+1 სისტემით გააფორმებს.
„ნიურნბერგი'' მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზეა, გასულ სეზონში „ნიურბერგი'' ბუნდესლიგა 2-ში მე-10 ადგილზე გავიდა.
ლუკას ძალიან ბევრი წინადადება ჰქონდა. გერმანული კლუბებიდან მისი გადაყვანა „შალკესაც'' სურდა, თუმცა „ნიურნბერგმა'' ყველას აჯობა. ასევე, „ფერენცვაროში'', ლასკ-ი, „შტურმი'' და თურქეთის სუპერ ლიგის კლუბები აქტიურობდნენ.
27 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, 2022 წელს „კრემონეზეს’’ ფეხბურთელი გახდა და სერია A-ში ერთი სეზონი გაატარა, თუმცა შემდეგ გუნდი სერია B-ში გავარდა, სათამაშო დროის სიმცირის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარში „სამპდორიაში'' ითამაშა, ფორმა აღიდგინა და კარიერას გერმანულ კლუბს დაუკავშირებს.