ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

“კონტრასტს ქმნის“ - ბერძნული მედია გუგეშაშვილზე

ლუკა გუგეშაშვილი ატრომიტოსში შესანიშნავად ასპარეზობს და მის კარგ თამაშზე ბერძნული გამოცემა Sportday წერს:

საბერძნეთის სუპერლიგაში „არისმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – „ატრომიტოსთან“ მატჩი უგოლო ფრით, 0:0 დასრულდა. შეხვედრა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლორან მორონისთვის, რომელმაც შანსი გაუშვა, ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ ისტორიულ რეკორდს გათანაბრებოდა.

ესპანელ თავდამსხმელს 2026 წლის 7 მარტისთვის ჩემპიონატის მატჩებში უკვე 13 პენალტი ჰქონდა გატანილი. რეკორდი კი უნგრელ ლაიოშ დეტარს ეკუთვნის, რომელმაც „ოლიმპიაკოსის“ მაისურით 1988-1990 წლებში სუპერლიგაში 14 თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მორონის მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აკლდა, რომ დეტარის შედეგს გათანაბრებოდა, თუმცა „ატრომიტოსთან“ შესრულებული პენალტი ძელს მოხვდა და მისი სერია დასრულდა.

ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ატრომიტოსის“ ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა. მან გუნდის კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მეორე მატჩშიც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მის კარში უკვე სამი პენალტი დაარტყეს.

მანამდე, გასულ შაბათს, გუგეშაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა „პანეტოლიკოსთან“ შეხვედრაშიც, რომელიც „ატრომიტოსმა“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარის ამჟამინდელი სერია გარკვეულ კონტრასტსაც ქმნის მის წინა სეზონთან. „პანეტოლიკოსში“ თამაშის დროს გუგეშაშვილმა რვა დანიშნული პენალტიდან შვიდი გაუშვა და მხოლოდ ერთი – „კალითეასთან“ შეხვედრაში – მოიგერია.

„ატრომიტოსში“ გადასვლამდე კი საბერძნეთის თასზე, პაოკ-ის შემადგენლობაში „ლევადიაკოსთან“ მოგებულ მატჩში (4:1) მის კარში ერთადერთი გოლი სწორედ პენალტიდან გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები