ლიამ როსენიორი
Aa
Aa

“დისცპლინა მნიშვნელოვანია“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონის ჩელსი პარი სენ ჟერმენს ესტუმრება. მატჩის წინ, არისტოკრატების მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როსენიორი:

„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო დონის გუნდია — სხვაგვარად თქმა უბრალოდ არასწორი იქნებოდა. მათ ჰყავთ მსოფლიო დონის ფეხბურთელები და მსოფლიო დონის მწვრთნელი, თუმცა ჩვენზეც იმავეს თქმაც შეიძლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა, ამიტომ დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე თავდაჯერებული ვარ და კიდევ უფრო მეტად მჯერა ჩვენი გუნდის. ეს კარგი კომბინაციაა. საუბარი მხოლოდ ამ მატჩებზე არ არის — საქმე იმ მიზნებს ეხება, რომელთა მიღწევაც გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა.

სტრასბურგი ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. აქ საოცარი პერიოდი გავატარე და ამ ქვეყანაში დაუვიწყარი გამოცდილება მივიღე. ეს მართლაც შესანიშნავი დრო იყო. ასე მალე აქ დაბრუნებას ნამდვილად არ ველოდი. მინდა კიდევ ბევრი კარგი მოგონება შევქმნა. ამ მომენტით სიამოვნების მიღება მსურს, მაგრამ ამისთვის თამაში უნდა მოვიგოთ.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენისა და ლონდონის ჩელსის დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები